თამაშგარე

11:48 | 8.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” კატალონიური ტელეარხის წინააღმდეგ

ესპანეთში ახალი სკანდალი აგორდა. საქმე ისაა, რომ მადრიდის „რეალმა” სასამართლოში უჩივლა კატალონურ ტელეარხ „ტვ-3”-ს.  ამ არხმა ტელეეთერში სპორტული ვიდეო გაუშვა, რომელშიც “რეალის” ფეხბურთელები, გიენების სახით არიან წარმოდგენილნი და დამპალ ხორცზე ნადირობენ.
ფეხბურთელებმა ვიდეორგოლს ამაზრზენი უწოდეს. “რეალის” ხელმძღვანელობა საჩივრით მიმართავს სასამართლოს და  კომპენსაციის სახით  ტელეარხისგან 6 მილიონ ევროს მიღებას აპირებს.
მადრიდსა და კატალონიას შორის დაპირისპირება არახალი ამბავია და ეს ყველაფერი დიდი ხანია საფეხბურთო მეტოქეობის ფარგლებს გასცდა. მით უმეტეს ბოლო დროს, როდესაც კატალონელებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ მათ დამოუკიდებელი ქვეყნის შექმნა სურთ. იქ სადაც ისტორიული მტრობაა, პატარ-პატარა დაპირისპირებები ალბათ ყოველთვის იქნება...

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.152672
სარეკლამო ადგილი - 99
X x X