„სოსიედადის“ წინააღმდეგ, მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა მადრიდის „რეალის“ ვარსკლავმა კრიშტიანუ რონალდუმ. პორტუგალიელის დიდი დამსახურებაა, რომ „სამეფო კლუბმა“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დამაჯერებელი ანგარიშით იმარჯვა.
რონალდუს ანგარიში მე–12 წუთზე გახსნა – თავდამსხმელმა კარიმ ბენზემასგან კარგი პასი მიიღო და საჯარიმოში შექმნილ ვითარებაში იოლად გაერკვა. რამდენიმე წუთში, თავად ბენზემამ გამოიჩინა თავი და მადრიდელებს 2–ბურთიანი უპირატესობა მოუტანა, რითაც მატჩის ბედიც მეტწილად გადაწყვიტა.
26–ე წუთზე, რონალდუმ თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. ტაიმის დასრულებამდე, გერმანიის ეროვნული ნაკრების შუახაზელმა სამი ხედირამ გამოანათა და ტაბლოზე თავისი გვარი დააფიქსირა – 4:0.
მეორე ტაიმში, სან სებასტიანელებმა ანტონი გრიზმანის გოლის წყალობით ანგარიშში სხვაობა შეამცირეს, მაგრამ ეს სტუმართათვის ვერაფერი შვება იყო. მატჩში წერტილი რონალდუმ დასვა – პორტუგალიელმა საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა და „რეალს“ 5:1 მოაგებინა.
„ბილბაო“ თავის მოედანზე „ლევანტესთან“ მინიმალური ანგარიშით მარცხდებოდა, მაგრამ 3 ქულის მოპოვება მაინც მოახერხა. გოლები და, შესაბამისად, ქულები გაცვალეს „ხეტაფემ“ და „ელჩემ“, ვიგოს „სელტა“ კი, თავის მოედანზე „რაიო ვალიეკანოსთან“ 0:2 დამარცხდა.
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 77427
რეალი – სოსიედადი 5:1 (4:0)
რეალი: ლოპესი,პეპე, არბელოა, კარვახალი, ვარანი, ალონსო (ილიარამენდი 70), მოდრიჩი, ხედირა (ისკო 77), ბეილი, რონალდუ, ბენზემა (მორატა 83).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
სოსიედადი: ბრავო, გონსალესი, მარტინესი (ანსოტეგი 59), ანხელი, მარტინესი, პრიეტო, ელუსტონდო (დე ლა ბელია 46), ბერგარა, გრიზმანი, ველა, სეფეროვიჩი (სურუტუსა 46).
მწვრთნელი: ჰაგობა არასატე
გოლი: 1:0 რონალდუ (12), ბენზემა (18), 3:0 რონალდუ (26პ.), 4:0 ხედირა (36), 4:1 გრიზმანი (61), 5:1 რონალდუ (76)
გაფრთხილება: პეპე (29), არბელოა (53) – გონსალესი (75)
კარში დარტყმა: 17 (8) – 8 (3) ჯარიმა: 16 - 9 კუთხური: 2 - 7 თამაშგარე: 4 - 2 ბურთის ფლობა: 56% - 44% სეივი: 2 – 3
ხეტაფე. „კოლიზეუმ ალფონსო პერესი“. 7000
ხეტაფე – ელჩე 1:1 (1:0)
ხეტაფე: მოია, ვალერა, რ.ლოპესი, ლაგო, ლ.ლოპესი (ლოპო 58), ბორხა, პედრო ლეონი, კასტრო (გავილანი 67), მოსკერა, სარაბია, მარიკა.
მწვრთნელი: ლუის გარსია პლასა
ელჩე: ერერა, სისმა, სუარესი, პელეგრინი, ბოტია, სანჩესი, ნიხესი (ჩავესი 71), მარკესი (სტევანოვიჩი 83), პერესი, ხილი, ბოაკიე (კორომინასი 74).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
გოლი: 1:0 პედრო ლეონი (18), 1:1 ბოაკიე (61)
გაფრთხილება: ლაგო (27), ბორხა (30), ლოპესი (77) – სუარესი (43), სისმა (60), პერესი (63), ნიხესი (66), სანჩესი (78), სტევანოვიჩი (84)
კარში დარტყმა: 10 (2) – 10 (5) ჯარიმა: 17 - 16 კუთხური: 4 - 7 თამაშგარე: 7 - 1 ბურთის ფლობა: 48% - 52% სეივი: 4 – 1
ბილბაო. „სან მამეს ბარია“. 34000
ბილბაო – ლევანტე 2:1 (0:1)
ბილბაო: ირაისოსი, ირაოლა, ლაპორტი, გურპეგი, სუსაეტა, ბენიატი (რიკო 46), იტურასპე, დე მარკოსი, მუნიაინი (ადურისი 46), გომესი, ფერნანდესი (ტოკერო 69).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
ლევანტე: ნავასი, ხუანფრანი, ლოპესი, როდასი, ელ–ადუა, დიოპი (ნონგი 88), სიმანი, კსუმეტრა, გარსია, ივანშიცი (კარაბელასი 64), ბარალი (ელ–ზჰარი 76).
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი
გოლი: 0:1 ბარალი (34), 1:1 რიკო (72), 2:1 ადურისი (84)
გაფრთხილება: ლაპორტი (43), ბენიატი (44), დე მარკოსი (68) – ლოპესი (11), ივანშიცი (60), როდასი (80), დიოპი (81), ნონგი (90)
გაძევება: ადურისი (90)
კარში დარტყმა: 21 (9) – 7 (3) ჯარიმა: 19 - 24 კუთხური: 11 - 2 თამაშგარე: 1 - 3 ბურთის ფლობა: 63% - 37% სეივი: 2 – 7
ვიგო. „ბალაიდოსი“. 21000
სელტა – რაიო 0:2 (0:1)
სელტა: იოელი, მალიო, ფონტასი, კოსტასი (ხონი 75), ოუბინია (კრონ–დელი 68), ფერნანდესი, ლოპესი, მინა (რაფინია 57), ტონი, ნოლიტო, შარლესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
რაიო: რუბენი, არბილია, ტიტო, ნაჩო, ხალვესი, ტრასორასი, საული, ფალკე (ემბარბა 69), ვიერა, ბუენო (ლარივეი 55), ბანგურა (მოხიკა 76).
მწვრთნელი: პაკო ხემესი
გოლი: 0:1 ვიერა (24), 0:1 ლარივეი (73)
გაფრთხილება: ნოლიტო (30), ოუბინია (54), კრონ–დელი (86) – ხალვესი (62), ფალკე (67)
კარში დარტყმა: 14 (4) – 16 (4) ჯარიმა: 16 - 19 კუთხური: 8 - 4 თამაშგარე: 3 - 5 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 2 – 4