ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, მადრიდის “რეალს” “დორტმუნდის” ნახევარმცველის – ილკაი გუნდოგანის შეძენა გადაწყვეტილი აქვს. Defensa Central-ის ცნობით, ესპანელები გერმანელებს 20 მილიონ ევროს გადაუხდიან და ნური შაჰინის სატრანსფერო უფლებებს გადაულოცავენ.
“რეალი” 22 წლის გუნდოგანის ტრანსფერზე მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ნახევარმცველისთვის ბრძოლაში “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩაერთო. რამდენადაც ცნობილია, მადრიდელები გერმანელს ჩაბი ალონსოს შემცვლელად განიხილავენ. მოგეხსენებათ, სეზონის ბოლოს, ესპანელი თავისუფალი აგენტი ხდება.
აღსანიშნავია, რომ ტრავმის გამო, გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში გუნდოგანმა მხოლოდ ერთხელ ითამაშა.