ფეხბურთი

19:20 | 4.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” “გინესის ჩემპიონთა თასის ფინალშია”

“გინესის ჩემპიონთა თასზე” პირველი ფინალისტი გამოვლინდა. ლოს ანჯელესში მადრიდის “რეალმა” ლივერპულის “ევერტონს” 2:1 მოუგო და 7 აგვისტოს მაიამის “სან ლაიფის” სტადიონზე  “მილან”-“ჩელსის” გამარჯვებულს შეხვდება.

ანგარიში მე-17 წუთზე კრიშტიანუ რონალდომ გახსნა, ტაიმის მიწურულს კი მესუთ იოზილმა გააორა. ბრიტანელთა მეკარე ტიმ ჰოვარდი კარგად თამაშობდა და რამდენიმე ძნელი ბურთიც მოიგერია, თუმცა აბეზარ მადრიდელებს მაინც ვერ გაუმკლავდა.

როცა ევერტონელმა იელავიჩმა ერთი საპასუხო გაიტანა, სათამაშოდ კიდევ ნახევარი საათი რჩებოდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.MOUGO DA 

ევერტონი – რეალი 1:2 (0:2)

ევერტონი: ჰოვარდი, კოულმენი (სტოუნზი 82), იაგიელკა, დისტინი, ბეინსი (ოვიედო 82), ოსმანი, ჰეიტინგა (გიბსონი 67), ფელაინი (ბარკლი 67), ნეისმიტი, კონე (იელავიჩი 46), მირალასი (დელოფუ 82).

რეალი: კასილიასი (ლოპესი 46), პეპე, რამოსი (ნაჩო 46), ხედირა, ბენზემა, ოზილი, რონალდუ, მარსელო (კოენტრაო 46), არბელოა, მოდრიჩი, ისკო.

გოლები: 0:1 რონალდუ (17), 0:2 იოზილი (31), 1:2 იელავიჩი (60)

0.169759