ესპანეთის პრიმერა დივიზიონის უკანასკნელი 58 ტურის შემდეგ, მადრიდის „რეალი“ გათამაშების სათავეში პირველად მოექცა. „სამეფო კლუბმა“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „გრანადას“ სძლია და პრიმერას ერთპიროვნული ლიდერი გახდა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ თუკი „ბარსელონა“ ან „ატლეტიკო“ თავიანთ მატჩებს მოიგებენ, მადრიდელები პირველ ადგილს დაკარგავენ.
კარლო ანჩელოტის გუნდმა „გრანადას“ უმასპინძლა და უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუს გოლით დაწინაურდა – „ოქროს ბურთის“ მფლობელმა ლუკა მოდრიჩის პასის შემდეგ ბურთი დაამუშავა და სტუმართა კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.
რამდენიმე წუთში, კარიმ ბენზემამ მარსელოს გადაცემა დაუფასა და ცარიელ კარში იოლად შეაგორა ბურთი, რითაც მადრიდელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. მატჩის მშვენება იყო ეპიზოდი, როდესაც რონალდუმ ლუკა მოდრიჩის ჩაწოდების შემდეგ „მაკრატელათი“ სცადა „გრანადას“ დამწუხრება, მაგრამ სტუმართა მეკარემ სასწაულებრივი რეაქცია გამოავლინა და ბურთი მოიგერია. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა – 2:0.
შედეგიანი ფრე იხილეს „მესტალიაზე“ შეკრებილმა გულშემატკივრებმა – „ვალენსიამ“ და „ესპანიოლმა“ ერთმანეთის კარი ორ–ორჯერ დალაშქრეს. მატჩის ძირითადი მოვლენები პირველ ტაიმში განვითარდა. მატჩი ძალზე სანახაობრივად დაიწყო. მე–3 წუთზე, ჯონ კორდობამ საჯარიმოს ხაზიდან დაჰკრა და კატალონიელები დააწინაურა. სულ რაღაც ოთხ წუთში, სტუმრებმა დაცვაში არასაიმედოდ ითამაშეს, რითაც პაკო ალკასერმა ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. მოგვიანებით, ჟონასმა „ღამურები“ დააწინაურა კიდეც, მაგრამ „ესპანიოლმა“ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და შინ ქულით დაბრუნდა – 2:2.
რაც შეეხებათ დანარჩენ მატჩებს, „ვალიადოლიდს“ „ვილიარეალის“ დასამარცხებლად გოლი ეყო, „ლევანტემ“ კი, „სევილიასთან“ მძიმე ბრძოლაში 3:2 იმარჯვა.
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 74000
რეალი – გრანადა 2:0 (0:0)
რეალი: ლოპესი, პეპე, რამოსი, მარსელო, კარვახალი, ბეილი (ხესე 46), ალონსო, მოდრიჩი, დი მარია (ილიარამენდი 83), რონალდუ, ბენზემა (ისკო 78).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
გრანადა: რობერტო, ნიომი, მაინსი, მურილიო (კოეფი 81), ანგულო, იტურა, ფატო, რესიო (პერეირა 71), ბრაიმი, ელ–არაბი, პიტი (ბუონანოტე 81).
მწვრთნელი: ლუკას ალკარასი
გოლი: 1:0 რონალდუ (57), 2:0 ბენზემა (74)
გაფრთხილება: რამოსი (17), ბენზემა (54), მოდრიჩი (60), დი მარია (65) – მურილიო (9), იტურა (62)
კარში დარტყმა: 23 (8) – 8 (2) ჯარიმა: 11 - 14 კუთხური: 4 - 1 თამაშგარე: 6 - 1 ბურთის ფლობა: 56% - 44% სეივი: 2 – 6
ვალენსია. „მესტალია“. 35200
ვალენსია – ესპანიოლი 2:2 (2:2)
ვალენსია: ალვესი, კოშტა, მატიე, პერეირა, გუარდადო, ბანეგა (მიჩელი 62), პარეხო (კანალესი 75), რომეუ, ჟონასი, პიატი, ალკასერი (პაბონი 82).
მწვრთნელი: ხუან ანტონიო პიცი
ესპანიოლი: კასილია, კოლოტო, მორენო, ფუენტესი, ლოპესი, სიმაუ (ალვარესი 88), სანჩესი, გონსალესი (როდრიგესი 90), გარსია, სტუანი, კორდობა (ფერნანდესი 80).
მწვრთნელი: ხავიერ აგირე
გოლი: 0:1 კორდობა (3), 1:1 ალკასერი (7), 2:1 ჟონასი (32), 2:2 გარსია (45პ.)
გაფრთხილება: რომეუ (9), მატიე (45), ჟონასი (56)
კარში დარტყმა: 15 (5) – 9 (2) ჯარიმა: 13 - 11 კუთხური: 10 - 4 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 65% - 35% სეივი: 0 – 3
ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია“. 13817
ვალიადოლიდი – ვილიარეალი 1:0 (1:0)
ვალიადოლიდი: მარინიო, რუედა, რუკავინა, პენია, მიტროვიჩი, ალვარო, ლარსონი (მანუშუ 83), ოსკარი, როსი (პერესი 76), რამა (ომარი 76), გერა.
მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი
ვილიარეალი: ასენხო, მუსაკიო, დორადო, გასპარი, ხაუმე, სორიანო, აკინო, პინა (ტრიხეროსი 57), გომესი (პერეირა 57), უჩე, დოს სანტოსი (პერბე 63).
მწვრთნელი: მარსელინო გარსია ტორალი
გოლი: 1:0 რუედა (40)
გაფრთხილება: პენია (55), ალვარო (67), გერა (72), რუკავინა (89)
კარში დარტყმა: 8 (2) – 4 (2) ჯარიმა: 19 - 13 კუთხური: 8 - 2 თამაშგარე: 4 - 5 ბურთის ფლობა: 47% - 53% სეივი: 2 – 1
სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი“. 30000
სევილია – ლევანტე 2:3 (1:1)
სევილია: ბეტუ, ნავარო (ფიგეირაში 64), პარეხა, ფასიო, კარისუ, კოკე, რაკიტიჩი, მაჩინი (სამპერიო 80), რეიესი (მარინი 72), გამეირო, ბაკა.
მწვრთნელი: უნაი ემერი
ლევანტე: ნავასი, ნავარო, ხუანფრანი, ლოპესი (კამარასა 61), კარაბელასი, ვინტრა, დიოპი, სიმანი, გარსია (ელ–ზჰარი 46), ივანშიცი (ელ–ადუა 82), ბარალი.
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი
გოლი: 1:0 კოკე (26), 1:1 ბარალი (30), 2:1 რაკიტიჩი (68), 2:2 ვინტრა (71), 2:3 სიმანი (75)
გაფრთხილება: კარისუ (39), პარეხა (74), ფასიო (87) – ვინტრა (32), სიმანი (43), ელ–ზჰარი (88)
გაძევება: სამპერიო (90) – კარაბელასი (90)
კარში დარტყმა: 28 (10) – 7 (6) ჯარიმა: 15 - 15 კუთხური: 7 - 3 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 73% - 27% სეივი: 3 – 8