ფეხბურთი

18:16 | 28.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი”-“დორტმუნდი” ჰოვარდ უებს ანდეს

უეფას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/2-ფინალურ მატჩში, სადაც ერთმანეთს მადრიდის “რეალი” და გერმანული “დორტმუნდი” დაუპირისპირდებიან, მთავარი არბიტრი ინგლისელი ჰოვარდ უები იქნება. ამის შესახებ AS-ი იუწყება.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 42 წლის ინგლისელმა “დორტმუნდის” მატჩი უკვე იმსაჯა. იმ შეხვედრაში, იურგენ კლოპის გუნდი დონეცკის “შახტარს” დაუზავდა (2:2).

უები ცნობილია იმით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, ერთ მატჩში ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი მისცა ფეხბურთელებს. 2010 წლის მუნდიალის ფინალში, ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებთა შეხვედრაში, ინგლისელმა 14 მოთამაშე გააფრთხილა, ერთი კი, გააძევა.

შეგახსენებთ, რომ “რეალი” “დორტმუნდს” სამშაბათს უმასპინძლებს. პირველ მატჩში, დორტმუნდელებმა 4:1 იმარჯვეს.

 

0.115256