კოლუმბიის ეროვნული ნაკრებისა და პორტუგალიური “პორტუს” თავდამსხმელი ჯექსონ მარტინესი მადრიდის “რეალის” სატრანსფერო სამიზნეში მოექცა.
Marca-ს ცნობით, უახლოეს პერიოდში “სამეფო კლუბის” შეტევის ხაზში სერიოზული ცვლილებები იგეგმება. გუნდის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი კარიმ ბენზემას გაყიდვას გეგმავს და ფრანგის შემცვლელის შეძენაც იგეგმება.
ესპანური პრესის ინფორმაციით, მადრიდელებს არჩევანის გაკეთება სამ კანდიდატს შორის მოუწევთ. საუბარია დორტმუნდის “ბორუსიას” ფორვერდ რობერტ ლევანდოვსკიზე, “მონაკოს” თავდამსხმელ რადამელ ფალკაოზე და “პორტუს” ბომბარდირ ჯექსონ მარტინესზე.
27 წლის მარტინესმა, რომელსაც ჟურნალისტები “რეალის” მთავარ სატრანსფერო სამიზნედ მიიჩნევენ, პორტუგალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების 7 მატჩში 7 გოლი გაიტანა. კონტრაქტის თანახმად მარტინესის გამოსყიდვის მსურველ გუნდს “პორტუსთვის” 40 მილიონის გადახდა მოუწევს.