ფეხბურთი

11:40 | 24.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” დი მარიას გაყიდვაზე ზაფხულში დაფიქრდება

მადრიდის “რეალი” ანხელ დი მარიასთან დაკავშირებულ სატრანსფერო წინადადებებს ზაფხულში განიხილავს. ამის შესახებ მადრიდული პრესა იუწყება.

“სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობა გაანაწყენა იმან, რომ არგენტინელის აგენტმა თავისი კლიენტის “მონაკოში” გადასვლის შესახებ საუბარი უკვე დაიწყო. დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ არგენტინელი საფრანგეთის ჩემპიონატში იანვარშივე გადაბარგებულიყო.

თავის მხრივ, დი მარია “სანტიაგო ბერნაბეუდან” აბარგების წინააღმდეგი არაა, რადგან გუნდში გარეტ ბეილის მისვლის შემდეგ, პისი პოზიციები საგრძნობლად შეირყა.

 

0.121991