ბრიტანული მედიის ცნობით, მადრიდის "რეალი" მზადაა არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევ ანხელ დი მარიას 50 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეელიოს.
როგორც მოგეხსენებათ, არგენტინელი ფეხბურთელისადმი ინტერესს ტურინის "იუვენტუსი", "ლივერპული" და "მანჩესტერ სიტი" იჩენენ. კონკრეტული თანხა რომელიმე კლუბს მადრიდელებისთვის ჯერჯერობით არ შეუთავაზებია, თუმცა "სამეფო კლუბმა" ფეხბურთელს ფასი უკვე დაადო.
გასულ სეზონში 26 წლის ფეხბურთელმა 52 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლთან ერთად 26 საგოლე გადაცემაც მიითვალა. მიმდინარე მუნდიალზე ალეხანდრო საბელია შემტევ ფეხბურთელს თითქმის შეუცვლელად ათამაშებს.
გიორგი ბალახაძე