მადრიდის "რეალის" და იტალიური "ვერონას" წარმომადგენლები რამდენიმე საათით შეიკრიბებიან და იტურბეს შესაძლო ტრანსფერზე მოილაპარაკებენ.
რამდენიმე დღის წინ, "ვერონამ" არგენტინელი ფეხბურთელი "პორტუდან" 15 მილიონ ევროდ შეიძინა. როგორც ჩანს, იტალიელებს მოგების ნახვა სურთ და მზად არიან იტურბე მსურველ კლუბს 25 მილიონ ევროდ მიჰყიდონ.
იმ შემთხვევაში თუ იტალიური კლუბი ესპანელებისგან სასურველ თანხას მიიღებს, არგენტინელი თავდამსხმელი შემდეგ სეზონში "სანტიაგო ბერნაბეუზე" ითამაშებს.
ხუან იტურბესადმი ინტერესს იჩენს "რომაც", რომლის ხელმძღვანელობა მზადაა 20 წლის ფეხბურთელში 15 მილიონი გადაიხადოს.
შეგახსენებთ, რომ იტურბემ იტალიის ჩემპიონატის პირველივე სეზონში 33 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.
გიორგი ბალახაძე