ფეხბურთი

10:10 | 31.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” და “ლივერპული” სუარესზე შეთანხმდნენ

ინგლისური “ლივერპული” და მადრიდის “რეალი” ლუის სუარესის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. Marca-ს ცნობით, კლუბები სატრანსფერო ფასზე უკვე მორიგდნენ და ურუგვაელს “სამეფო კლუბში” გადასვლასთან მხოლოდ ფორმალობები აშორებს.

მოგეხსენებათ, მადრიდელები მერსისაიდელებს 40 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, მაგრამ ინგლისელები უარზე იყვნენ. სუარესის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი გირვანქა სტერლინგია, რაც დაახლოებით 47 მილიონ ევროს უდრის. დიდი ალბათობით, “რეალი” “ლივერპულის” ფინანსურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. თავის მხრივ, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გადასვლის სურვილს არც ურუგვაელი მალავს.

ცნობისათვის, გასულ სეზონში, სუარესმა 44 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი მიითვალა.

 

0.121548