მადრიდის “რეალის” პლეიმეიკერი მესუთ იოზილი კლუბთან ახალ, თავისთვის უფრო ხელსაყრელ კონტრაქტს გააფორმებს. Goal.com-ის ცნობით, ნახევარმცველის მამა მუსტაფა იოზილი “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.
ახალი კონტრაქტი რამდენიმე პუნქტით იქნება გაჯერებული. სხვადასხვა წარმატების შემთხვევაში, იოზილს ბონუსების სახით დაერიცხება თანხა.
სადღეისოდ, იოზილს მადრიდელებთან კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს. გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის წლიური ანაზღაურება 5 მილიონი ევროა.