სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

10:25 | 15.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ და „ბარსა“ სტუმრად იგებენ

კვირას, მადრიდის „რეალი“ ბასკეთს ეწვია და „ბილბაო“ დიდი ანგარიშით დაამარცხა. „სამეფო კლუბმა“ მატჩის დებიუტშივე მოიპოვა უპირატესობა და ხელიდან აღარ გაუშვია.

მე–2 წუთზე, მადრიდელები კრიშტიანუ რონალდუს მიერ ეფექტურად შესრულებული საჯარიმო დარტყმით დაწინაურდნენ და ამის შემდეგ, დაახლოებით ერთსაათიანი „პაუზა“ აიღეს. 68–ე წუთზე, ხაბი ალონსოს პასის შემდეგ, რონალდუმ თავური დარტყმით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში და დუბლი გაიფორმა.

ტაბლოზე საბოლოო ანგარიში წინა ტურში ბრწყინვალე გოლის ავტორმა – გონსალო იგუაინმა დააფიქსირა, რომელმაც ამჯერად მარჯვენა მახვილი კუთხიდან აიღო ბასკების კარი და ანგარიში 0:3 გახადა.

ანალოგიური ანგარიშით იმარჯვა კატალონიის „ბარსელონამ“, რომელიც „სარაგოსას“ ესტუმრა. ტიტო ვილანოვამ გუნდი ერთობ გადახალისებული შემადგენლობით გაიყვანა, მაგრამ გამარჯვება არ გასჭირვებია.

მე–20 წუთზე, ტიაგო ალკანტარამ ალექსის სანჩესთან გაითამაშა კომბინაცია და თავადვე დააგვირგვინა – 0:1. პირველმა ტაიმმა „ბარსას“ უპირატესობით ჩაიარა და ანგარიშში სხვაობაც გაიზარდა. ამჯერად, თავად ტიაგო მოგვევლინა ასისტენტის როლში, რომელმაც კრისტიან ტელიო დატოვა დასარტყმელ პოზიციაზე და ახალგაზრდა ესპანელს გოლის გატანა აღარ გასჭირვებია.

მეორე ტაიმში, ტელიო კიდევ ერთხელ გამოირჩა – მეტოქე ჩამოიცილა და მეკარე უძლური დატოვა. ამის შემდეგ, ანგარიში აღარ შეცვლილა და ტაბლოზეც 0:3 დაფიქსირდა.

„რაიო ვალიეკანო“ „სოსიედადს“ დაუხვდა, მაგრამ ქულის მოპოვებაც კი ვერ შეძლო. სან სებასტიანელებმა 2–ჯერ აიღეს მასპინძელთა კარი და შინ 3 ქულით დაბრუნდნენ. დიეგო სიმეონეს გაწვრთნილმა „ატლეტიკომ“ „გრანადა“ მიიღო და დიდი ანგარიშით – 5:0 დაამარცხა.

მადრიდი. „კამპო დე ვალიეკასი“. 10000

რაიო – სოსიედადი 0:2 (0:2)

რაიო: რუბენი, ტიტო (არბილია 17), ხალვესი, ფიგერასი, კასადო, ფუეგო, ტრასორასი (დელიბაშიჩი 62), ბანგურა (კარლოსი 17), დომინგესი, პიტი, ბაპტისტანი.

მწვრთნელი: პაკო ხემესი

სოსიედადი: ბრავო, კ.მარტინესი, ი.მარტინესი, გონსალესი, დე ლა ბელია, ბერგრარა, ილიარამენდი (ელუსტონდო 76), გრიზმანი, პრიეტო (იფრანი 83), ველა (კასტრო 77), აგირეჩე.

მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე

გოლები: 0:1 აგირეჩე (6), 0:2 აგირეჩე (14)

გაფრთხილებები: ფიგერასი (30), პიტი (45), ხალვესი (55), დომინგესი (60) – ველა (9)

კარში დარტყმა: 9 (4) – 9 (5) ჯარიმა: 13 - 8 კუთხური: 9 - 6 თამაშგარე: 3 - 3 ბურთის ფლობა: 54% - 46%

 

მადრიდი. „ვისენტე კალდერონი“. 41000

ატლეტიკო – გრანადა 5:0 (2:0)

ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, ლუისი (ინსუა 72), გოდინი, ხუანფრანი, გაბი, გარსია (ოლივერი 71), როდრიგესი, კოკე, ფალკაო, კოსტა (ადრიანი 69).

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გრანადა: რობერტო, დიაკატე, ანგულო, ნიომი (ორტისი 46), მაინსი, ბრაიმი, რიკო, ტორჟე, ნოლიტო, იგალო (ბუონანოტე 68), არანდა (ელ–არაბი 75).

მწვრთნელი: ლუკას ალკარასი

გოლები: კოსტა (4), ფალკაო (27), ფალკაო (47), გარსია (63), ლუისი (70)

გაფრთხილებები: მირანდა (65) – ნიომი (34), ბრაიმი (53), იგალო (54)

კარში დარტყმა: 14 (9) – 9 (4) ჯარიმა: 13 - 17 კუთხური: 5 - 1 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 55% - 45%

 

სარაგოსა. „ლა რომარედა“. 21000

სარაგოსა – ბარსელონა 0:3 (0:2)

სარაგოსა: ხიმენესი, პარედასი, გონსალესი, ლოვენსი, სეპუნარუ, მოვილია, მონტანიესი, მარი (აპონიო 46), როდრი, როდრიგესი (ორტი 46), პოშტიგა (როჩინა 63).

მწვრთნელი: მანოლო ხიმენესი

ბარსელონა: ვალდესი, ალვესი, ბარტრა, მონტოია, ადრიანო (აბიდალი 78), ჩავი (რობერტო 81), ტიაგო, სონგი, ფაბრეგასი, სანჩესი, ტელიო (ვილია 84).

მწვრთნელი: ტიტო ვილანოვა

გოლები: 0:1 ტიაგო (20), 0:2 ტელიო (38), 0:3 ტელიო (53)

გაფრთხილებები: მოვილია (23), აპონიო (53), გონსალესი (83) – სანჩესი (71), ალვესი

კარში დარტყმა: 8 (2) – 10 (8) ჯარიმა: 16 - 15 კუთხური: 2 - 7 თამაშგარე: 4 - 1 ბურთის ფლობა: 34% -66%

 

ბილბაო. „სან მამესი“. 48000

ბილბაო – რეალი 0:3 (0:1)

ბილბაო: ირაისოსი, რამალიო (ირაოლა 70), ეკისა, სან–ხსე, ორტენეჩე, იტურასპე, ერერა, მუნიაინი (მორანი 81), სუსაეტა, ლიორენტე, გომესი.

მწვრთნელი: მარსელო ბიელსა

რეალი: ლოპესი, რამოსი, პეპე, ალბიოლი, მარსელო, ხედირა, ალონსო, მოდრიჩი, დი მარია (კალეხონი 61), რონალდუ (მორატა 79), ბენზემა (იგუიანი 71).

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 0:1 რონალდუ (2), 0:2 რონალდუ (68), 0:3 იგუაინი (76)

გაფრთხილებები: მუნიაინი (59), იტურასპე (65), ტოკერო (74) – მოდრიჩი (17), ალონსო (40)

კარში დარტყმა: 7 (2) – 12 (8) ჯარიმა: 16 - 12 კუთხური: 7 - 4 თამაშგარე: 3 - 3 ბურთის ფლობა: 53% - 47% 

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.156789