ფეხბურთი

13:59 | 29.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” და “ბაიერნი” ვიდალისთვის იბრძვიან

მადრიდის “რეალი” და მიუნხენის “ბაიერნი” ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველის – არტურო ვიდალის შეძენით არიან დაინტერესებულნი. ამის შესახებ Football Espana იუწყება.

ტურინელები ჩილელის დათმობას 30 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად არ გეგმავენ. მიუნხენელებმა “იუვენტუსს” 28 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. “ბაიერნი” მზად იყო, ვიდალისთვის წელიწადში 4.5 მილიონი ევრო გადაეხადა.

სეზონის ბოლოს, ვიდალის ტრანსფერთან დაკავშირებით “რეალის” გააქტიურებაა მოსალოდნელი. მიუხედავად არაერთი წინადადებისა, არაა გამორიცხული, ვიდალმა ტურინელებთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს.

 

0.119214