თუ ფრანგულ პრესას დავუჯერებთ, უახლოეს ზაფხულში, მადირის “რეალს” გონსალო იგუაინი ან ქარიმ ბენზემა დატოვებს.
Le 10 Sport-ის ცნობით, მადრიდული გუნდის სამწვრთნელო შტაბი ერთი ცენტრფორვარდის გაშვებას აპირებს. ამის მიზეზი ისაა, რომ აღფრთოვანებას ვერცერთი მათგანის თამაში ვერ იწვევს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეტევაში გამოთავისუფლებულ ადგილს მსოფლიო ფეხბურთის რომელიმე ვარსკვლავი შეავსებს, რომელიც “რეალის” ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდება. კანდიდატებს შორის სახელდებიან რადამელ ფალკაო, ედინსონ კავანი და სერხიო აგუერო.