ფეხბურთი

11:11 | 16.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” ბეილში 117 მილიონს იხდის

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca ირწმუნება, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე უელსის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის “ტოტენჰემის” ნახევარმცველი გარეთ ბეილი მადრიდის “რეალში” გადავა.

“სამეფო კლუბმა” ინგლისელებს 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 97,8 მილიონი ევრო უკვე შესთავაზა, რომლის დაფარვასაც ოთხი წლის განმავლობაში გეგმავდა, მაგრამ ლონდონელებს ერთიანი თანხის მიღება სურდათ და ესპანელებს უარი შეუთვალეს. მერე ითქვა, მადრიდელები უელსელს აღარ შეიძენდნენო, მაგრამ...

“რეალის” ხელმძღვანელობა თანხის ერთიანად გადახდას არც ახლა თანხმდება, მაგრამ მზადაა, “ტოტენჰემს” 117 მილიონი ევრო შესთავაზოს, ოღონდ გადახდას ექვსი წელიწადი მოანდომოს. ამ წინადადებაზე ლონდონელების პასუხი ჯერაც უცნობია, თუმცა, Mარცა ირწმუნება - ბეილმა კლუბის ხელმძღვანელობას შეატყობინა, “ტოტენჰემის” მაისურით აღარ ვითამაშებო.

ინგლისის პრემიერლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა 33 მატჩში 21 გოლი გაიტანა.

0.116325