მადრიდის “რეალის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც გარეთ ბეილის ტრავმასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია უარყოფილია.
დღეს, მადრიდულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბეილს მალთაშორისი თიაქარი დაუდგინეს და თუ უელსელს ოპერაცია დასჭირდა, მას ხანგრძლივი დროით უქმობა ემუქრება. როგორც ირკვევა, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
გთავაზობთ, “რეალის” ოფიციალურ განცხადებას:
“დღეს, Marca-ში, ბეილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოთ, გვსურს გაუწყოთ, რომ :
- გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბეილს L5 და S1 მალებს შორის თიაქარი აქვს, ასევე ცნობა, თითქოს მისი კიდევ 2 მალა დეფორმირებულია, სიცრუეა.
- კლუბის სამედიცინო პერსონალმა ჟურნალისტებს მცდარი ინფორმაციის გავრცელებამდე განუცხადა, რომ ბეილს თიაქარი არ აქვს. გასაკვირია, რომ ექიმების პრესისთვის 10 ოქტომბერს მიწოდებული ცნობები გამოქვეყნებული არაა.
- გარეთ ბეილს ერთ-ერთი მალის ქრონიკული დაზიანება აქვს, რომელიც სერიოზული არაა. მსგავსი დაზიანება ფეხბურთში საკმაოდ გავრცელებულია და ის ბეილს ნორმალურ რეჟიმში მუშაობასა და პროფესიული მოვალეობების შესრულებაში ხელს ვერ შეუშლის.”