ფეხბურთი

13:26 | 6.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” აზარზე ამუშავდა

 

მადრიდის “რეალი” ლონდონის “ჩელსის” გარემარბის – ედენ აზარის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს. ესპანური მედიის ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, მადრიდელთა ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი 23 წლის ბელგიელი იქნება.

ესპანელი ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ აზარს “ჩელსის” თავკაც ჟოზე მოურინიოსთან პრობლემები აქვს და კლუბის გამოცვლის წინააღმდეგი არ იქნება. ამით “რეალი” ისარგებლებს და ბელგიელს გადაიბირებს.

აღსანიშნავია, რომ აზარის შეძენა “პარი სენ-ჟერმენსაც” სურს.

თეგებიედენ აზარი
0.12116