მადრიდის “რეალი” “მანჩესტერ სიტის” ფორვარდის – სერხიო აგუეროს შესაძენად ემზადება. Cadena Ser-ის ცნობით, თუკი ესპანელები ლონდონის “ტოტენჰემისგან” გარეტ ბეილს ვერ შეიძენენ, 25 წლის არგენტინელზე გადაერთვებიან.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, “რეალსა” და “სიტის” შორის აგუეროს თაობაზე მოლაპარაკების პროცესი უკვე გაიმართა, მაგრამ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. “ქალაქელთა” აღმასრულებელმა დირექტორმა ფერნ სორიანომ მადრიდელთა წინადადებაზე უარი თქვა. მოსალოდნელია, რომ კლუბები ივლისში კიდევ ერთხელ დაილაპარაკებენ ითათბირებენ აგუეროს შესახებ.
თავის მხრივ, “ტოტენჰემი” ბეილს არ თმობს. ლონდონელთა თავკაცმა ანდრე ვილაშ-ბოაშმაც განაცხადა, რომ უელსელის დათმობა მის გეგმებში არ შედის.