ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოსკარ ტაბარესმა ის 23 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც კონფედერაციის თასის განაცხადში მოხვდნენ.
ეროვნულ გუნდში ყველაზე მეტი, 8 ფეხბურთელი იტალიის სერია A-დან მოხვდა. ურუგვაის ჩემპიონატიდან ტაბარესმა მხოლოდ 3 მოთამაშე აარჩია.
მეკარეები: ფერნანდო მუსლერა (“გალათასარაი”, თურქეთი), მარტინ სილვა (“ოლიმპია”, პარაგვაი), ხუან კასტილიო (“დანუბიო”);
მცველები: დიეგო ლუგანო (“მალაგა”, ესპანეთი), დიეგო გოდინი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), სებასტიან კოატესი (“ლივერპული”, ინგლისი), მარტინ კასერესი (“იუვენტუსი”, იტალია), მაქსიმილიანო პერეირა (“ბენფიკა”, პორტუგალია), ანდრეს სკოტი (“ნასიონალი”), მატიას აგირეგარაი (“პენიაროლი”);
ნახევარმცველები: ალვარო გონსალესი (“ლაციო”, იტალია), ალვარო პერეირა (“ინტერი”, იტალია), ეგიდიო არევალო რიოსი (“პალერმო”, იტალია), დიეგო პერესი (“ბოლონია”, იტალია), ვალტერ გარგანო (“ინტერი”, იტალია), სებასტიან ეგურენი (“ლიბერტადი”, პარაგვაი), კრისტიან როდრიგესი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), გასტონ რამირესი (“საუთჰემპტონი”, ინგლისი), ნიკოლას ლოდეირო (“ბოტაფოგო”, ბრაზილია);
თავდამსხმელები: ედინსონ კავანი (“ნაპოლი”, იტალია), დიეგო ფორლანი (“ინტერნასიონალი”, ბრაზილია), აბელ ერნანდესი (“პალერმო”, იტალია), ლუის სუარესი (“ლივერპული”, ინგლისი).
ურუგვაის ნაკრები B ჯგუფში მოხვდა, სადაც სამხრეთ ამერიკელები ნიგერიასთან, ესპანეთთან და ტაიტისთან ერთად ითამაშებენ.