ფეხბურთი

18:29 | 21.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაული: “ბარსელონადან” წინადადება 2-ჯერ მივიღე”

მადრიდის “რეალის” ლეგენდა რაულ გონსალეს ბლანკო აცხადებს, რომ “სამეფო კლუბში” თამაშის დროს, მას გუნდის შეცვლის წინადადებით 2-ჯერ “ბარსელონამ” და 3-ჯერ “იუვენტუსმა” მიმართა.

“მოვლენები ისე განვითარდა, რომ სათამაშო ადგილის შეცვლა და ახალი გამოწვევა მჭირდებოდა. გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს დანიშვნამდე მივიღე. რა თქმა უნდა, ეს საკითხი მასთანაც განვიხილე. ჟოზე ჩემს მიმართ ძალიან კეთილგანწყობილი იყო.

“იუვენტუსმა” წინადადებით 3-ჯერ მომმართა, მაგრამ სამივეჯერ უარით გავისტუმრე, რადგან ტურინში გადაბარგება არ მინდოდა. წინადადება 2-ჯერ მივიღე “ბარსელონასგან”, მაგრამ კატალონიელთა რიგებში თამაშს არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებოდი. არასდროს. ჩემი ქალაქი მადრიდია.” – აცხადებს რაული World Soccer-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ რაულმა “რეალი” 2010 წელს დატოვა და “შალკეს” მიაშურა. 2012 წელს, ის კატარულ “ალ სადში” გადავიდა, სადაც ახლაც თამაშობს.

0.110236