ინტერვიუები

12:14 | 28.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

რაული: “ბარსა” ჩვეულად კარგად ვერ თამაშობს”

როდესაც რაულ გონსალეს ბლანკო “რეალის” შეხვედრას ძირითად შემადგენლობაში იწყებს, მასობრივი საინფორმაციო საშუალებები სვამენ კითხვას, თუ რატომ არ თამაშობს გონსალო იგუაინი, ან ქარიმ ბენზემა. ხოლო როდესაც მადრიდელთა კაპიტანი სათადარიგოთა სკამზეა, ჟურნალისტებს მისი უთამაშებლობა აშფოთებთ. ასეთია მადრიდული კლუბის უკვე ლეგენდად ქცეული მეშვიდე ნომრის ბედი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში იქცევს ყურადღებას.
- თამაშის შემდეგ გულშემატკივრები გუნდის ასპარეზობით უკმაყოფილონი იყვნენ...
- გუნდი გამარჯვებას ახერხებს, მაგრამ არ გვყოფნის სტაბილურობა იმისათვის, რომ ჩვენთვის სასურველ დონეზე ვითამაშოთ. გულშემატკივრებს მოთმინებას ვთხოვთ, თუმცა იმასაც ვაცნობიერებთ, რომ რთულია ამ თხოვნის შესრულება.
- თქვენზე ზედმეტად დიდი ზეწოლა ხომ არ მოდის?
- ჩვენგან ყველა გამარჯვებებს ელის, რადგან გასულ ზაფხულში გუნდმა დიდი ფული დახარჯა კარგი გუნდის შესაქმნელად. ამ მოუთმენლობის გამო გუნდიც ჩქარობს, რის შედეგადაც თამაში არ გამოგვდის და გამარჯვებების მოპოვება გვიჭირს.
- რას გრძნობთ, როდესაც მწვრთნელისგან ისმენთ, რომ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ითვლებით, მაგრამ მაინც სათადარიგოთა სკამზე გიწევთ ჯდომა?
- პელეგრინისთან არაერთხელ მქონდა საუბარი, ასე რომ, ძალიან კარგად ვიცი, თუ რა როლი მაკისრია გუნდში. მწვრთნელს სურს, რომ ყველა ფეხბურთელმა თავი გუნდის ნამდვილ წევრად იგრძნოს, მე კი თავს ასეთად მივიჩნევ.
- აგიხსნეს, თუ რატომ ხართ გამწესებული სათადარიგოთა სკამზე?
- გუნდში საკუთარი როლი მაკისრია და თანაგუნდელებმა ყველაფერი შესანიშნავად იციან. მთელი გუნდი მომართულია ტიტულების მოგებისკენ. მართალია, სეზონის სტარტი ისეთი არ გამოგვივიდა, როგორიც გვსურდა, მაგრამ ფაქტია, რომ ორ ჩემპიონატზე პირველ ადგილზე ვიმყოფებით და ზამთრის არდადეგებზე ასე გვსურს გასვლა.
- რას გვეტყვით “ბარსელონაზე”?
- “ბარსელონას” აქვს თავისი ფილოსოფია და ჰყავს თავისი შესანიშნავი ფეხბურთელები. “ინტერთან” გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში კატალონიელებმა ძალზე ლამაზად ითამაშეს, მაგრამ არის თამაშები, რომლებშიც “ბარსა” ჩვეულად კარგად ვერ თამაშობს.
- არასდროს გიფიქრიათ “რეალიდან” წასვლაზე?
- კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს და მას აუცილებლად შევასრულებ. მეორეხარისხოვანი როლი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ძირითადის ფეხბურთელობა. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ ხალხის პირველ კატეგორიაში გავდიოდე. თუ ნაკლები სათამაშო დრო მექნება, კლუბის გამოცვლაზე მაინც არ ვიფიქრებ. კმაყოფილი ვარ დღევანდელი მდგომარეობით.
- ბოლო თამაშებში სათადარიგო ფეხბურთელად იქეცით. ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავთ?
- არა. ბოლო თამაშებში სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი, მანამდე კი ძირითად შემადგენლობაში ვთამაშობდი. ვიცი, თუ რა ფუნქცია მაკისრია გუნდში. კლუბში ვუყვარვარ და პატივს მცემენ. ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე ვიცოდი, რომ არაერთ მატჩში სათადარიგოთა სკამზე მომიწევდა ჯდომა. ასე რომ, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.

მიშა ზაქარეიშვილი

0.121353