მადრიდის “რეალის” მცველი რაულ ალბიოლი იტალიურ “ნაპოლიში” გეგმავს გადაბარგებს. Gazzetta dello Sport-ის ცნობით, 27 წლის ესპანელის სანაცვლოდ, ნეაპოლელები მადრიდელებს 12 მილიონ ევროს გადაუხდიან.
მოგეხსენებათ, ალბიოლმა უკანასკნელი 4 სეზონი “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაატარა, მანამდე კი, “ვალენსიასა” და “ხეტაფეში” ასპარეზობდა. ესპანელმა ეროვნული ნაკრების მაისურით 40 მატჩი ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, “ნაპოლიმ” “რეალისგან” ერთი ფეხბურთელი – ხოსე კალიეხონი უკვე შეიძინა.