ბოლო 10 წლის განმავლობაში ლებრონ ჯეიმსი ერთადერთია ნბა-ს ვარსკვლავთაგან, რომელიც ზრდილობიანად აცხადებს უარს ბურთის ჩატენვის კონკურსებში მონაწილეობაზე. ასევე 10 წელია, რაც მას არ დაუსაბუთებია ამ კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზები.
ფაქტია, რომ ლებრონ ჯეიმსის, არა მარტო თამაშის მსვლელობისას, არამედ თამაშამდე, გახურებისას ჩატენილი ბურთების ხილვა უფრო და უფრო აწბილებს ფანებს და პირიქით, მიმზიდველს ხდის მათთვის “ოლ სთარში“ ლებრონის მონაწილეობას.
მეორეც, მის ფანებზე უფრო გულუხვები მისი პოტენციური კონკურენტები აღმოჩნდნენ. მეჯიკ ჯონსონმა მილიონ აშშდოლარიანი ფსონი გააკეთა და სხვებსაც მოუწოდა გაეზარდათ ფსონები ჯეიმსის კონკურსში ჩასართავად. ამ მოწოდებას შეუერთდნენ მაიკლ უილბონი, სკიპ ბეილსი და კევინ დურანტი, რომლებმაც თავიანთი ფსონიც გააკეთეს.
შემდეგი ნაბიჯი ჟურნალისტებისთვის, იმ ზუსტი თანხის გარკვევაა, რომელიც ჯეიმსის ჩატენვების შეჯიბრში ჩასართავადაა შეთავაზებული. ისე კი ფაქტია, რომ საკმაოდ დიდი თანხებიც არ ყოფნის მის დათანხმებას...