კალათბურთი

1:11 | 30.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

რასისტი სტერლინგი სამაგალითოდ დასაჯეს

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) კომისიონერის ადამ სილვერის გადაწყვეტილებით, “ლოს ანჟელეს კლიპერსის” მფლობელი დონალდ სტერლინგი სამუდამო დისკვალიფიკაციით დაისაჯა, ჯარიმის სახით კი 2.5 მილიონ დოლარს გადაიხდის.

სილვერის განცხადებით, სტერლინგის საქმეზე გამოძიება დასრულებულია. ლიგის იურისტებმა დაადასტურეს, რომ ხმა ჩანაწერზე, რომელიც ვებ-გვერდმა TMZ-მ წარმოადგინა, ნამდვილად კალიფორნიული კლუბის მფლობელს ეკუთვნის. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ჩანაწერში სტერლინგი რასისტულ განცხადებებს აკეთებდა, რამაც ლამის სრულიად აშშ ფეხზე დააყენა.

გამოტანილი ვერდიქტის თანახმად, სტერლინგს ნბა-ს თამაშებზე, ვარჯიშებსა და სხვა ღონისძიებებზე დასწრება ეკრძალება. ამას გარდა, სილვერმა ლიგის საბჭოს მოუწოდა, მის ხელთ არსებული ბერკეტი გამოიყენოს და “კლიპერსის” გასხვისების ინიცირება მოახდინოს.

0.113229