ფეხბურთი

18:05 | 12.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაში ბეილს ესპანური ენის სასწრაფოდ შესწავლას ურჩევს

 

უელსის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი იან რაში მიიჩნევს, რომ თანამემამულე ბეილმა წარმატების მისაღწევად ესპანური ენა აუცილებლად უნდა ისწავლოს.

"როდესაც "იუვენტუსში" გადავედი იტალიური ენის შესწავლას 6 თვე მოვანდომე. ბეილი ესპანურ კულტურას უნდა გაეცნოს და ენა სწრაფად აითვისოს, რათა მასში გადახდილი რეკორდული თანხა გაამყაროს. როდესაც მოთამაშე ხარ, ფეხბურთი შენთვის ყველაფერია, მაგრამ არანაკლებია ენის ცოდნა, რომელიც საკუთარი თავის შესაძლებლობების წარმოჩენაში ძალიან გეხმარება". _ აღნიშნა Daily Mirror-თან საუბრისას იან რაშმა.

იან რაში აგრეთვე აღნიშნავს, რომ ბეილი სათანადო ფიზიკურ ფორმაში არ იმყოფება და უელსელი "ვილიარეალთან" სადებიუტო მატჩში სრულ პოტენციალს ვერ გამოავლენს.

შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილს "ტოტენჰემის" წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპში მონაწილეობა არ მიუღია.

გიორგი ბალახაძე

 

0.215625