სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

14:17 | 27.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაპიდის კვალად ბლიცები

რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში, პირველი სათამაშო დღის შემდეგ მესამე საპრიზო ადგილზე იმყოფება საერთაშორისო დიდოსტატი ნანა ძაგნიძე.

მონაწილეებმა პირველ დღეს 5 ტური (მიკრომატჩი: თითო პარტია თეთრებით და შავებით) ითამაშეს.

პირველ ადგილზე 10-დან 9 ქულით ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2613) დაწინაურდა. ლიდერს 1.5 ქულით ჩამორჩება მსოფლიოს ექსჩემპიონი ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2565), ხოლო ძაგნიძე (2523) 7.0 ქულით 3-5 ადგილებს ინაწილებს ჰარიკა დრონოვალთან (ინდოეთი; 2466) და ვალენტინა გუნინასთან (რუსეთი; 2532) ერთად.

ჩემპიონატის მეორე ქართველი მონაწილის ბელა ხოტენაშვილის (2485) აქტივში 4.5 ქულაა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.121553