ჭადრაკი

17:59 | 20.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაპიდი პაიჭაძემ და ხუხაშვილმა მოიგო

დასრულდა საქართველოს 2013 წლის გრან პრის გათამაშების პირველი ეტაპი რაპიდში ქალებსა და ვაჟებს შორის, რომელსაც თბილისის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს.

ვაჟთა შორის ყველაზე მეტი - 7,5 ქულა ლუკა პაიჭაძემ და კონსტანტინე შანავამ დააგროვეს. უკეთესი კოეფიციენტით პირველი ადგილი პაიჭაძეს ერგო, რომელმაც ყველაზე მეტი - 500 ქულა და 250 ლარი აიღო. მეორეადგილოსანმა შანავამ 300 ქულა და 150 ლარი აიღო. 7 ქულით მე-3 ადგილი დავით ზარქუამ დაიკავა (250 ქ. 100 ლ.).

ქალთა შორის პირველ ადგილზე სოფიკო ხუხაშვილი გავიდა, რომელმაც 7,5 ქულა დააგროვა. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ლელა ჯავახიშვილი. 6,5 ქულით მე-3 ადგილი საქართველოს 5-გზის ჩემპიონმა მაია ლომინეიშვილმა დაიკავა. პრიზიორმა ქალებმა იმდენივე ქულა და თანხა მიიღეს, რაც ვაჟებმა. ამჟამად მიმდინარეობს ტურნირი ბლიცში.

 

0.130402