ფეხბურთი

16:34 | 16.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

რანოკიას უარი “იუვენტუსს”

 

მილანის “ინტერის” მცველმა ანდრეა რანოკიამ ტურინის “იუვენტუსში” გადასვლა არ ისურვა. იტალიური მედიის ცნობით, უკანახაზელმა ტურინელთაგან წინადადება მიიღო, მაგრამ “ნერაძურიში” დარჩენა გადაწყვიტა.

რანოკიას შენარჩუნება თავად “ინტერსაც” სურს. მილანელები იტალიელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავენ. სავარაუდოდ, მცველი კლუბთან 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

აღსანიშნავია, რომ რანოკიას გადაბირება სტამბულის “გალათასარაისაც” სურს.

0.116684