ფეხბურთი

23:55 | 25.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

რამოსის წითელი ძალაში დარჩა

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მადრიდის “რეალის” საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ სერხიო რამოსი თავისი ყოფილი გუნდის, “სევილიას” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

“ელ კლასიკოს” 64-ე წუთზე, რამოსი ნეიმარის წაქცევისთვის მოედნიდან გააგდეს. მადრიდელებმა მსაჯის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. “რეალის” წარმომადგენლების აზრით, ესპანელ მცველს თამაშის წესები არ დაურღვევია, გარდა ამისა, ბრაზილიელი თამაშგარე მდგომარეობაში იყო. დედაქალაქელთა აზრით, წესების დარღვევის შემთხვევაშიც, ეპიზოდი ბოლო იმედის ჯარიმად არ უნდა შეფასებულიყო.

ფეხბურთის ფედერაციაში “რეალის” არგუმენტაცია არ გაითვალისწინეს, თუმცა რამოსს არც დისკვალიფიკაცია მოუმატეს. 27 წლის ფეხბურთელი “სევილიასთან” ოთხშაბათს გასამართ დაპირისპირებას გამოტოვებს, რის შემდეგაც გუნდს დაუბრუნდება.

0.128791