ფეხბურთი

11:03 | 17.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

რამოსის ფავორიტი რონალდუა

მადრიდის “რეალის” მცველ სერხიო რამოსს მიაჩნია, რომ “ოქროს ბურთს” მისი თანაგუნდელი კრიშტიანუ რონალდუ იმსახურებს. ესპანელის თქმით, კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი პორტუგალიელს ნაბიჯით ჩამორჩება.

“მგონი, წელს რონალდუ ამტკიცებს, რომ “ოქროს ბურთის” ღირსია. მესი მას ნაბიჯით ჩამორჩება. “ოქროს ბურთი” იმან უნდა მიიღოს, ვინც სადღეისოდ საუკეთესოა”, - განუცხადა რამოსმა ესპანელ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კალენდარულ წელში, რონალდუს არცერთი ტიტული მოუგია. სამაგიეროდ, პორტუგალიელმა “რეალისა” და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მაისურით 63 გოლი მიითვალა.

 

0.120707