ფეხბურთი

21:25 | 2.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

რამოსი: “პერესთან ჩემი უთანხმოება პიროვნული ხასიათისაა”

მადრიდის “რეალის” ცენტრალური მცველი სერხიო რამოსი ადასტურებს, რომ მას კლუბის პრეზიდენტთან, ფლორენტინო პერესთან აზრთა სხვადასხვაობა აქვს, მაგრამ მისი თქმით, ეს გუნდიდან წასვლის მიზეზი არაა.

“კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენს შორის არსებულ აზრთა სხვადასხვაობას კონტრაქტის გაფორმებასთან საერთო არაფერი აქვს. “რეალთან” ხელშეკრულება კიდევ 3 წლით მაკავშირებს და არსად წასვლას არ ვაპირებ.

მადრიდულ გუნდში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ჩემი ნება რომ იყოს, კარიერას აქ დავასრუელბდი.

რაც შეეხება პერესსა და ჩემს შორის არსებულ აზრთა სხვადასხვაობას, ის პიროვნული ხასიათისაა.” – ციტირებს რამოსის სიტყვებს Aშ-ი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “რეალი” მზადაა რამოსს 65 მილიონ ევროდ შეელიოს. გაიჟღერა ვერსიამ, რომ მადრიდელებმა 27 წლის უნივერსალი მცველის შეძენა “ბარსელონას” შესთავაზეს.

0.141309