ფეხბურთი

18:06 | 15.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

რამოსი: “იტურასპეს ადგილზე, მე და პეპეს გაგვაძევებდნენ”

მადრიდის “რეალის” მცველი სერხიო რამოსი, “ბილბაოსთან” გამართული მატჩის შემდეგ, მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა. “სამეფო კლუბის” მე-4 ნომრის გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ ბასკების ფეხბურთელმა, ანდერ იტურასპემ, მის წინააღმდეგ, უხეშად ითამაშა, ხოლო არბიტრმა ბილბაოელი მოედნიდან არ გააძევა.

“ყველამ ვიცით, როგორ თამაშობს “ბილბაო”. ისინი ასე თამაშობდნენ ხულენ გერეროსა და ურსაისის დროსაც. ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა.

დამიჯეთ, არ ვწუწუნებ. ფეხბურთი კაცური, კონტაქტური თამაშია, მაგრამ არბიტრის მოვალეობა მოედანზე წესრიგის დამყარებაა. თამაშის წესები ასე მე ან პეპეს რომ დაგვერღვია, უკვე დიდი ხნის გაძევებულები ვიქნებოდით.” – ციტირებს რამოსის სიტყვებს Football Espana.

0.117645