მადრიდის “რეალის” მცველ სერხიო რამოსის აზრით, “ტოტენჰემის” ნახევარმცველი გარეთ ბეილი “სამეფო კლუბს” ძალიან გამოადგებოდა. ევროპული გამოცემების ცნობით, მადრიდელები უელსელი ფეხბურთელის თავისთან გადასაყვანად ლონდონელებთან უკვე აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებენ, მაგრამ ჯერჯერობით ფინანსურ საკითხზე ვერ თანხმდებიან.
“თუ ბეილის ტრანსფერი განხორციელდა, იგი “რეალში” თავს აუცილებლად დაიმკვიდრებს. ბრწყინვალე ფეხბურთელია და ნებისმიერი მეტოქისთვის დიდი პრობლემების შექმნა შეუძლია. დარწმუნებული ვარ, არაერთი შეთავაზება აქვს, მაგრამ იმედია ჩვენს გუნდში გადმოვა” – უთხრა რამოსმა ერთ-ერთ ესპანურ გამოცემას.