ფეხბურთი

22:49 | 2.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

რამოსი: “არ ვიცი, იყო თუ არა კონტაქტი”

მადრიდის “რეალის” ცენტრალური მცველი სერხიო რამოსი, “ბარსელონასთან” მოგების (2:1) შემდეგ, კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ არ იცის, შეხვედრის მიწურულს, მადრიდელთა საჯარიმოში, მასსა და ადრიანოს შორის კონტაქტი იყო თუ არა.

“სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული შეხვედრის მიწურულს, “ბარსას” ბრაზილიელი ფეხბურთელი ადრიანო “რეალის” საჯარიმოში შეიჭრა, ხოლო რამოსთან მცირე კონტაქტის შემდეგ, თანაგუნდელებთან ერთად, ის თერთმეტმეტრიანს ითხოვდა. პერეს ლასამ პენალტი არ დანიშნა და ამ გადაწყვეტილებით გაბრაზებულ რამდენიმე კატალონიელს ყვითელი, ხოლო ვიქტორ ვალდესს წითელი ბარათი უჩვენა.

ეპიზოდის ერთ-ერთი მონაწილე, სერხიო რამოსი მომხდარის შესახელ შემდეგ კომენტარს აკეთებს: “თერთმეტმეტრიანი შეხვედრის ბოლო წუთებზე? არ ვიცი, იყო თუ არა ადრისნოთან კონტაქტი. გამეორება დეტალურად უნდა ვნახო. შემიძლია გითხრათ, რომ მოგება დავიმსახურეთ.” – აცხადებს “ბარსას” კარში გამარჯვების გოლის გამტანი ესპანელი ფეხბურთელი.

0.113954