ფეხბურთი

18:52 | 15.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

რამირესი მოურინიოთი კმაყოფილია

“ჩელსის” ბრაზილიელი ნახევარმცველი რამირესი, მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს დაწყებული სამუშაოთი კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ “არისტოკრატები” წლეულს პრემიერლიგის მოსაგებად შეძლებენ ბრძოლას: “პირველ ვარჯიშზე ჩინებული ატმოსფერო სუფევდა. ყველა მონდომებით და ენთუზიაზმით მუშაობდა. უკვე ვგრძნობთ დადებით ცვლილებებს და ამაში მოურინიომ გადამწყვეტი როლი ითამაშა. შესაძლოა ვცდები, მაგრამ ვფიქრობ, უკეთ გამოსვლა შეგვიძლია, ვიდრე 2011-12 წლების სეზონში, როცა ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. ვგრძნობ, რომ გუნდი პრემიერლიგაში გასამარჯვებლად მზადაა”, – უთხრა რამირესმა Globo Esporte-ს.

0.119261