ფეხბურთი

17:49 | 19.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

რამირესი იტალიასთან გამოირიცხა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი რამირესი თავის გუნდს იტალიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში ვერ დაეხმარება. Sportmediaset-ის ცნობით, შუახაზელს მარჯვენა ბარძაყის ტრავმა აწუხებს და იძულებულია, იუქმოს.

ბრაზილიელთათვის საბედნიეროდ, რამირესი რუსეთის ნაკრებთან მატჩისთვის მზად იქნება. სავარაუდოდ, ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი რუსებთან მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.

აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს პსჟ-ს ნახევარმცველ ლუკას მოურასაც. ჯერჯერობით, მისი ბედი გაურკვეველია.

ცნობისათვის, ბრაზილიელები იტალიელებს 21 მარტს გაეჯიბრებიან, რუსებს კი, 25 მარტს.

 

0.111993