იტალიური “მილანის” ახალწვეულმა ადილ რამიმ განაცხადა, რომ მას მხოლოდ “მილანში” თამაში სურდა და ბედნიერია, რომ ოჯახს შეუერთდა. აღნიშნული განცხადება, ფრანგმა მცველმა იტალიელ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
რამს “ვალენსიაში” დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. რის გამოც, გასული წლის შემოდგომაზე “ღამურების” მაშინდელმა თავკაცმა მიროსლავ ჯუკიჩმა გუნდიდან მოკვეთა, ხოლო ზამთარში “მილანში” გაანათხოვრა. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას კი, “მილანმა” 4.25 მილიონ ევროდ რამის კონტრაქტი გამოისყიდა და “როსონერის” სრულუფლებიანი წევრი გახდა.
“ვალენსიასთან” სერიოზული პრობლემები მქონდა. როდესაც გავიგე, რომ “მილანი” ჩემით დაინტერესდა, მხოლოდ აქ გადმოსვლა მომინდა, რადგან არცერთი სხვა კლუბი არ იჩენდა მსგავს ინტერესს ჩემდამი. სწორედ ამიტომ, “მილანი” დაუფიქრებლად ავირჩიე.
მინდა ვთქვა, რომ რთულ პერიოდში გვერდზე დამიდგა ფილიპ მექსე. ისევე როგორც, დანარჩენი მოთამაშეები. შემიძლია ვთქვა, რომ “მილანი” გუნდზე მეტია – ეს ნამდვილი ოჯახია”. – განაცხადა ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა.
გასული სეზონის მეორე ნახევარში 28 წლის მცველმა “როსონერის” რიგებში 22 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
ირაკლი ალიმბარაშვილი