ჭიდაობა

22:24 | 18.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ ნოზაძე: “კურტანიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს”

როგორც გაცნობეთ, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძეს კარი აუჭედეს. თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილის მოქმედმა და ყოფილმა მოჭიდავეებმა პრეზიდენტი გააკრიტიკეს.

 “ჩემი პირადი აზრით ლუკა კურტანიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს. მოჭიდავეთა და მწვრთნელთა აზრია ასეთია, რასაც აბსოლუტურად ვეთანხმები”, – განაცხადა მსოფლიოსა და ევროპის ექსჩემპიონმა რამაზ ნოზაძემ.

“პრეზიდენტმა ბეგი დარჩია და რევაზ მინდორაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა, თუმცა მთავარი პრობლემა სისტემაშია, რომლითაც ლუკა კურტანიძე მართავს. უგერგილო მმართველი უნდა გადადგეს”, - ამბობს ოლიმპიური ჩემპიონი დავით გობეჯიშვილი.

თავად ლუკა კურტანიძემ კრიტიკას აბსურდული უწოდა. ჭიდაობის ფედერაციის თავკაცის განცხადებით ორშაბათს, 22 სექტემბერს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების ახალ მწვრთნელებს წარადგენენ.

აღნიშნული კომენტარები ვეტერანმა სპორტსმენებმა საინფორმაციო გამოშვება “კურიერისთვის” გააკეთეს.

დიმა შარიქაძე

0.133317