ფორმულა 1-ის გერმანელი პილოტი რალფ შუმახერი ბოლო რამდენიმე თვეა, სულ დიდ დარდებში, განცდებსა და ეჭვებშია. რალფის ეჭვების მიზეზი მისი ცოლის, მოდელისა და მსახიობის, კორა შუმახერისა და კორას პროდიუსერის ზედმეტად ფამილარული ურთიერთობაა.
აშკარაა, რომ ყველაფრის მიუხედავად, მიხაელის უმცროს ძმას ცოლი ძალიან უყვარს, რადგან ბოლო პერიოდში რალფი მეუღლეს რამდენჯერმე ეჩხუბა და დაშორდა, მაგრამ ბოლოს მაინც შეურიგდა. რაც შეეხება კორა შუმახერის პროდიუსერს, მასზეც შეიძლება რამდენიმე სიტყვის დასველება.
კაცი (ვინმე ლოთარ ზინგერი), ვინც რალფ შუმახერის მეუღლე დიდ სამოდელო ბიზნესში შეიყვანა და დღემდე მისი პროდიუსერია, თავის სფეროში პოპულარულიცაა და პატივდებულიც. მისი თქმით, ძალიან გულნატკენი დარჩა როდესაც რალფისა და კორას ჩხუბის მიზეზი გაიგო. ბატონი ლოთარის თქმით, იგი კორა შუმახერის მხოლოდ პროდიუსერია და მასთან თანაყოფა არც კი უფიქრია.