თებერვალში მიღებული მძიმე ტრავმისა და შემდეგ გადატანილი რთული ოპერაციის შემდეგ "ბოსტონის" ძირითადი გამთამაშებლის რაჟან რონდოს სარებილიტაციო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. მან რამოდენიმე დღის წინ მსუბუქი ვარჯიშიც დაიწყო.
რაჟანი დილას ვარჯიშზე გამოცხადდა, სადაც ძირითადად კალათისაკენ ბურთის ზუსტად სროლაზე ვარჯიშობდა, ასრულებდა ნახტომებსაც, თუმცა ცდილობდა მარჯვენა ფეხი მაინდამაინც არ დაეტვირთა. როგორც მოსალოდნელი იყო, საწვრთნელი პროცესის შემდეგ მას ორმხრივ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.
მიმდიანრე რეგულარულში რონდომ "ბოსტონის" შემადგენლობაში 38 მატჩი ჩაატარა და მისი საშუალო მონაგარი 37,4 წუთში 13,7 ქულა, 11,1 ქულა და 5,6 მოხსნა გახლდათ.