კალათბურთი

14:12 | 28.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაილი ჩელმერსისკენაა, კოული კი სასტარტოს ითხოვს

 

როგორც chatsports.com იტყობინება, “მაიამი ჰიტის” პრეზიდენტის პატ რაილის განცხადებას იმის თაობაზედ, რომ გუნდის ძირითადი გამთამაშებელი მარიო ჩელმერსი უნდა იყოს, ნორის კოული გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ძირითადში სათამაშოდ მზადაა.

NBA-ს წინა სეზონში, ისევე როგორც ბოლო წლებში, “მაიამის” ძირითადი გამთამაშებელი სწორედ ჩელმერსია, ხოლო კოული მოედანზე ჩელმერსის შემცვლელად გამოდის.   

25 წლის გამთამაშებელმა ნორის კოულმა NBA-ს კარიერა 2011 წელს “მაიამი ჰიტში” დაიწყო. 2013-14 წლების სეზონში, ნორის კოულის მონაგარი საშუალოდ ერთ მატჩში 6.4 ქულა და 3 პასი გახლდათ.

28 წლის მარიო ჩელმერსი 2008 წლიდან ირიცხება “მაიამი ჰიტში”. სუპერმარიო 2012-13 წლებში გუნდთან ერთად NBA-ს ჩემპიონი გახდა. 2013-14 წლების სეზონში ჩელმერსის მონაგარი საშუალოდ ერთ მატჩში 9.8 ქულა და 4.9 პასი იყო.

ლაშა ქოიავა

0.11622