ფეხბურთი

20:31 | 9.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაჰემ სტერლინგმა ერთი ღამე პატიმრობაში გაატარა

ინგლისური “ლივერპულის” 18 წლის შემტევმა, რაჰემ სტერლინგმა ხუთშაბათის ღამე პოლიციის განყოფილებაში გაატარა. სამართალდამცავებმა ინგლისელი ფეხბურთელი 22 საათსა და 30 წუთზე დააკავეს და დილით გაათავისუფლეს.

პოლიციის მოხსენების თანახმად, სტერლინგი მისივე მეგობარ გოგონაზე, შანა ენ როუზზე თავდასხმისთვის იყო დაკავებული. სტერლინგი და როუზი ამ უკანასკნელის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, რის შემდეგაც კონფლიქტი წარმოიშვა.

დღეს დილით გამართულმა სასამართლომ სტერლინგი პატიმრობიდან გაათავისუფლა, მაგრამ საქმე არ დახურულა. მორიგი სასამართლო პროცესი 20 სექტემბერს გაიმართება.

პატიმრობიდან გათავისუფლებული ფეხბურთელი სამუშაოს დაუბრუნდა და გუნდის დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო.

0.11632