ფეხბურთი

22:42 | 25.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაფინიას მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშია

 

მიუხენის "ბაიერნის" ბრაზილიელ ფეხბურთელს რაფინიას “სელესაოს" შემადგენლობაში ადგილის მოპოვებისა და 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის იმედი აქვს.

28 წლის ფეხბურთელმა გვარდიოლას გუნდის ძირითად შემადგენლობაში უკვე დამკვიდრდა და აქედან გამომდინარე, იმედოვნებს, რომ ბრაზილიის მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი მის გარჯას დააფასებს.

"გუნდში უკვე რეგულარულად ვთამაშობ და ჩემზე დაკისრებულ სამუშაოს თავს მშვენივრად ვართმევ. ვინ იცის, შეიძლება ბრაზილიის ნაკრებში დავბრუნდე. დანი ალვესი ნაკრების ძირითადი მოთამაშეა, მაგრამ კარგ ფორმაში თუ ვიქნები შეიძლება თამაშის საშუალებაც მომეცეს" _ განუცხადა Bild-ს რაფინიამ.

გვარდიოლამ კი Kicker-თან საუბრისას აღიარა, რომ "შალკეს" ყოფილი მცველის სათამაშო ფორმით გაოცებულია: "მისი ასპარეზობით გაოცებული ვარ, რაფინია კარგი ფეხბურთელია. ბრაზილიელი წინა მატჩებში დიდებულად თამაშობდა".

რაფინია ბრაზილიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო. მთავარ ნაკრებში კი ერთხელ გამოიძახეს - 2008 წელს ბოლივიის წინააღმდეგ 18-კაციან განაცხადში იყო შეყვანილი, თუმცა თამაშის საშუალება არ მიეცა.

 გიორგი ბალახაძე


0.110364