ფეხბურთი

12:28 | 8.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაფინიას “ბაიერნში” დარჩენა სურს

 

მიუნხენის “ბაიერნის” ბრაზილიელ მცველ რაფინიას კლუბში დარჩენა სურს. Sky sport აქვეყნებს მასალას და ფეხბურთელი  აღტაცებით საუბრობს კლუბში პეპ გვარდიოლას მოსვლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე.

კატალონელი მწვრთნელი მოიხიბლა სამხრეთამერიკელის თამაშით და ფილიპ ლამი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე გადაიყვანა, ხოლო რაფინია სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა.

,,ბაიერნში” თამაში დიდი ბედნიერებაა, ესაა უდიდესი კლუბი, ჩემთვის აქ თამაში ახდენილი ოცნებაა და მსურს კიდევ დიდხანს ვიასპარეზო “ალიანს არენაზე’’- ფეხბურთელი სიხარულს ვერ მალავს გერმანულ ,,სპორტმაგაზინთან’’ მიცემულ ინტერვიუში.

რაფინიამ მცირე დრო დაუთმო “ბაიერნის” მიზნებზე საუბარს და იმედი გამოთქვა, რომ კლუბი გაიმეორებს გასული სეზონის ევროპულ წარმატებას და შეინარჩუნებს ჩემპიონთა ლიგის თასს.

ბრაზილიელს “ბაიერნის” მაისური უკვე მესამე სეზონია აცვია და დიდი კონკურენციის გამო მხოლოდ 64 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 7 საგოლე გადაცემა.

2011 წელს რაფინია “ჯენოადან” გადმობარგდა ბავარიაში. სატრანსფერო თანხა თითქმის ხუთ მილიონ ევროს გაუტოლდა. ბრაზილიელი იტალიაში წასვლამდე სწორედ ბუნდესლიგაში ასპარეზობდა და გელზერკინხენის “შალკეს” ღირსებას იცავდა.

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, რაფინიას მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული სელესაოს რიგებში, 2008 წელს შვედეთთან ამხანაგურ მატჩში დუნგამ დანი ალვეშიც ნაცვლად შეიყვანა მინდორზე.

ქართულ ფეხბურთის გულშემატკივართათვის კი საინტერესო ფაქტია, რომ “შალკეში” რაფინიას თანაგუნდელი ლევან კობიაშვილი იყო, ხოლო “ჯენოაში” კახა კალაძე.

დიმიტრი შარიქაძე

0.145929