ჩოგბურთი

23:04 | 17.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაფელ ნადალმა სან პაულოს ტურნირი მოიგო

 

მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ნომერმა რაფაელ ნადალმა ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში მიდინარე საჩოგბურთო ტურნირი მოიგო. ფინალურ მატჩში მან ორ სეტში დაამარცხა ვეტერანი არგენტინელი ჩოგბურთელი დავიდ ნალბანდიანი 6:2, 6:3.
შეხვედრა 1 საათსა და 18 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში რაფაელმა ხუთჯერ შეძლო მეტოქის დაბრეიკება, საკუთარ ჩაწოდება კი ორჯერ დათმო. ესპანელის ანგარიშზე  3 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა გახლდათ, ხოლო ნალბანდიანმა 3 ეისის წილ 4 ორმაგი დაუშვა. ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში ანგარიში 5:2 გახდა ნადალის სასარგებლოდ.
დღევანდელი ტიტული 26 წლის ესპანელისათვის რიგით 51-ე აღმოჩნდა. მან 250 სარეიტინგო ქულასთან ერთად საკუთარი ბიუჯეტი 82300 ამერიკული დოლარითაც შეავსო.

 

0.114974