ჩოგბურთი

21:42 | 4.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაფას 61-ე ტიტული

 მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფა ნადალმა ყატარის დედაქალაქ დოჰაში Qatar ExxonMobil Open-ის ფინალში თანატოლ ფრანგ გაელ მონფისს 6:1, 6:7, 6:2 მოუგო და კარიერის განმავლობაში 61-ე შეჯიბრების გამარჯვებული გახდა. რაფა 2010 წელს ამ ტურნირის ფინალში დამარცხდა, შარშან კი დოჰაში მუხლის ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

დღევანდელ ფინალში ნადალმა პირველი სეტი დამაჯერებლად მოიგო, მეორე ტაიბრეიკით დათმო, მესამეში კი ფრანგი ოპონენტის წინააღმდეგობა საბოლოოდ გატეხა. მატჩი თითქმის 2 საათს გაგრძელდა. რაფას აქტივში 5 ბრეიკი და 2 ეისია (გაელმა 13 ეისი შეასრულა), მონფისთან ურთიერთშეხვედრების ანგარიში კი 9:2 გახდა ესპანელის სასარგებლოდ.

დოჰაში გაჩემპიონებით რაფა ნადალმა 188600 დოლარი და 250 სარეიტინგო ქულა მოიპოვა.

მონფისს რაც შეეხება, მან დღეს თავისი მეოცე ფინალი ჩაატარა და მხოლოდ 4 გადამწყვეტი მატჩი აქვს მოგებული.

0.123794