ჩოგბურთი

11:16 | 11.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაფამ და მაშამ ტიტული ვერ დაიცვეს

მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერმა, ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ის შარშანდელი გათამაშების ჩემპიონმა რაფა ნადალმა წლევანდელი ტურნირის მერვედფინალში გასვლა ვერ მოახერხა. კალიფორნიის შტატის შეჯიბრების მესამე წრეში 27 წლის მალიორკელი უკრაინელ ოლეკსანდრ დოლგოპოლოვთან 3:6, 6:3, 6:7 დამარცხდა.

მესამე სეტის მსვლელობისას დოლგოპოლოვი საკუთარ მოწოდებაზე 5:3-ს იგებდა, მაგრამ საქმე მაინც ტაიბრეიკამდე მივიდა. ესპანურ-უკრაინული დაპირისპირება 2 საათსა და 19 წუთს გაგრძელდა. დოლგოპოლოვი მეექვსედ შეხვდა ნადალს და პირველად მოახერხა მისი დამარცხება. მეოთხედფინალში გასასვლელად ოლეკსანდრი იტალიელ ფაბიო ფონინის დაუპირისპირდება, რომელმაც ინდიან უელსის ტურნირს ფრანგი გაელ მონფისი გამოთიშა.

ახალი ჩემპიონი ეყოლება ქალთა შეჯიბრებაბსაც. ნადალის მსგავსად, მოქმედი გამარჯვებული მარია შარაპოვა მესამე წრეში დამარცხდა. რეიტინგსიის მეოთხე ნომერ რუსს იტალიელმა კამილა ჯორჯმა 6:3, 4:6, 7:5 სძლია. ჯორჯის სამერვედფინალე მოწინააღმდეგე კიდევ ერთი აპენინელი ფლავია პენეტა იქნება.

 

0.136492