ჩოგბურთი

21:13 | 12.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელ ნადალმა მადრიდის მასტერსი მესამედ მოიგო

 

მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ჩოგანმა ესპანელმა რაფაელ ნადალმა მადრიდის მასტერსის ფინალურ მატჩში  ძალზედ იოლად მოახერხა შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკას დამარცხება 6:2, 6:4 და კარიერაში ეს ტურნირი მესამედ მოიგო.

შეხვედრის დაწყების წინ ამ  ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში ანგარიში 8:0 გახლდათ ესპანელის სასარგებლოდ, სტანისლას ერთი სეტიც კი არ ქონდა სახელოვანი მეტოქისთვის მოგებული (0-17).

“რაფამ” მატჩი ძალზედ აქტიურად დაიწყო და სულ რაღაც 15 წუთში ანგარიში უკვე 4:0 გახლდათ მის სასარგებლოდ. თავისმხრივ ვავრინკა ყველანაირად ცდილობდა რაიმე სიახლე შეეტანა საკუთარ თამაშში, თუმცა  არაფერი გამოსდიოდა. ნადალმა ძალიან იოლად შინარჩუნა უპირატესობა და პირველი სეტიც სათავისოდ დაიტოვა 6:2.

მეორე პარტიის საწყისი 4 გეიმის განმავლობაში ორივე ჩოგბურთელი ძალზედ დამაჯერებლად ინარჩუნებდა საკუთარ ჩაწოდებას, თუმცა ესპანელის უპირატესობა ისევ ნელ ნელა გამოიკვეთა. მე-6-ე გეიმში რაფაელმა კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და ეს მინიმალური უპირატესობა იმყოფინა საბოლოო გამარჯვებისათვის 6:2, 6:4.

მატჩი 71 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ესპანელის ანგარიშზე 3 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა გახლდათ, ხოლო ვავრინკამ 5 ეისის წილ 4 ორმაგი დაუშვა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში შვეიცარიელს მეტოქის ჩაწოდებაზე ერთი ბრეიკ პოინტიც კი არ ქონია.

ნადალმა კარიერაში ATP-ის 55-ე ტიტული მოიგო

რაფაელი ჩოგბურთი ისტორიაში რეკორდსმენი გახლავთ მოგებული “მასტერსების” რაოდენობით - 23, მეორეა როჯერ ფედერერი(21), მესამე - ანდრე აგასი(17), მეოთხე ნოვაკ ჯოკოვიჩი (14), მეხუთე – პიტ სამპრასი (11).

საჩოგბურთო სამყაროში “ღია ერის”დაწყვების შემდეგ თიხნარის საფარზე მოგებული ტურნირების რაოდენობით ნადალი საერთო რეიტინგში მეორე – მესამე ადგილებს იყოფს ლეგენდარულ ტომას მუსტერთან (40 მოგებული სათიხნარო ტურნირი), პირველზე კი გილერმო ვილასია 46 ტიტულით. 

“რაფამ” წლეულს 7 ტურნირზე ითამაშა და 5 მათგანში იმარჯვა, 2 შემთხვევაში კი ფინალურ მატჩში დამარცხდა.

დღევანდელმა წარმატებამ “რაფას” 638500 ევრო და 1000 სარეიტინგო ქულა მოუტანა.

0.126581