ჩოგბურთი

22:24 | 18.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელ ნადალი მაიამის ტურნირს გამოტოვებს

ინდიან უელსის მასტერსის გამარჯვებული ესპანელი რაფაელ ნადალი ამ კვირაში გასამართ მაიამის სუპერტურნირზე არ იასპარეზებს. მან ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ ერთობლივად მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ახლა ჩემთვის უკეთესი იქნება თუ გავემგზავრები ესპანეთში და რამდენიმე კვირის განმავლობაში ნორმალურ რეჟიმში გავაგრძელებ ვარჯიშს. ტრავმის შემდეგ ჩემი მარცხენა კვადრიცეფსი ჯერ ისევ სუსტია და სწორი ვარჯიშით უნდა გავამაგრო.

ზედიზედ რამდენიმე ტურნირზე თამაში უდიდესი ენერგიის დახარჯვას ნიშნავს და ეს რა თქმა უნდა, კარგი არ არის ორგანიზმისთვის. სწორედ ამიტომ არ მივდივარ მაიამიში", - განაცხადა რაფამ.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს ნადალმა AთP-ის უკვე 3 ტურნირის მოგება მოახერხა.

0.116899